საქართველოს არ აქვს ის ეკონომიკური პოტენციალი, რომ რუსეთს დაუწესოს სანქციები - ოხანაშვილი

17.03.22 13:00
საქართველოს არ აქვს ის ეკონომიკური პოტენციალი, რომ რუსეთს დაუწესოს სანქციები - ოხანაშვილი

მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ საქართველოს რუსეთისთვის სანქციების დაწესების ეკონომიკური პოტენციალი არ აქვს. ანრი ოხანაშვილის თქმით, ხელისუფლებამ უკრაინის მიმართ მხარდაჭერა გამოხატა.

მხარს ვუჭერთ უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, ამიტომ გადაიდგა საერთაშორისო ასპარეზზე არაერთი ნაბიჯი ჩვენი ქვეყნის და ხელისუფლების მხრიდან და ეს გაგრძელდება მომავალშიც. 

სანქციებზე საუბარი ზემდეტია, როცა საქართველოს არ აქვს ის ეკონომიკური პოტენციალი, რომლითაც  ჩვენ შევძლებთ, რუსეთის ფედერაციას დავუწესოთ რაიმე სანქცია ", - აცხადებს ანრი ოხანაშვილი.