მხოლოდ ერთ დღეში მორგში 53 ცხედარი მოგვიტანეს - უმძიმესი ვითარება ჩერნოგოვში

17.03.22 13:09
მხოლოდ ერთ დღეში მორგში 53 ცხედარი მოგვიტანეს - უმძიმესი ვითარება ჩერნოგოვში

ჩერნიგოვში უმძიმესი ვითარებაა- ირკვევა, რომ ოკუპანტების მიერ პურის რიგში მდგომ მოქალაქეებზე მიტანილი იერიშის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 53-მდე გაიზარდა. 

საათობრივად იზრდება იმ უდანაშაულო ადამიანების რიცხვი, ვინც რუსულ ბომბებს ეწირება. 

მტერი საჰაერო იერიშებს აგრძელებს, ბომბავენ და ცხრილავენ მშვიდობიან მოქალაქეებს. მხოლოდ ერთ დღეში მორგში 53 ცხედარი მოგვიტანეს. ისინი რუსებმა მოკლეს. ყოველი მოკლული მოქალაქისთვის პასუხს გაგებინებთ"- აცხადებს ჩერნიგოვის მერი.