"ოცნებას" მოუწევს პრინციპული პოზიციის დაკავება - იაგო ხვიჩია სანქციებზე
"გირჩის" დეპუტატი, იაგო ხვიჩია, მიიჩნევს, რომ საქართველოს ხელისუფლებას დასავლურ სანქციებთან დაკავშირებით მოუწევს პრინციპული პოზიციების დაფიქსირება. მისი თქმით, თუ ხელისუფლება სანქციებს არ შეუერთდება, პუტინის ხელისუფლებისგან მადლობებს მიიღებს.
ეს პროცესი საბოლოო ჯამში მაინც მივა იქამდე, როცა "ქართულ ოცნებას" მოუწევს პრინციპული პოზიციის დაკავება. პუტინის ხელისუფლების და ოლიგარქების მადლობების მიღება, თუ დასავლეთისგან იგივეს გაკეთება, ამის არჩევანი დადგება მიუხედავად იმისა, ჩვენ გვინდა თუ არა ამ არჩევანის გაკეთება", - ამბობს იაგო ხვიჩია.