რუსების მიერ საზღვრის კვეთა, 2019 წლის ამავე პერიოდთან შედარებით 50%-ით ნაკლებია - ვახტანგ გომალაური

17.03.22 13:19
რუსების მიერ საზღვრის კვეთა, 2019 წლის ამავე პერიოდთან შედარებით 50%-ით ნაკლებია - ვახტანგ გომალაური

არის თუ არა კონტროლირებადი საქართველოში რუსეთის მოქალაქეების მასობრივი შემოსვლა და არსებობს თუ არა საფრთხე ამ მიმართულებით - პარლამენტში მყოფი ვახტანგ გომელაური ამბობს, რომ არცერთ ქვეყანას 100%-ით არ აქვს სახელმწიფო საზღვარი დაცული, თუმცა მისი თქმით, შსს უსაფრთხოების სამსახურთან ერთად, ყველაფერს აკეთებს, რომ შესაძლო საფრთხეები თავიდან იქნეს აცილებული. 

გომელაური პარლამენტის ტრიბუნიდან გამოეხმაურა რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების მიერ საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით ბოლო პერიოდში გავრცელებულ ინფორმაციებს.

შს მინისტრის თქმით, რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთის ფაქტების მატება ფიქსირდება მესამე ქვეყნებიდან, რაც სხვადასხვა ქვეყნის მიერ რუსეთის ფედერაციისთვის საჰაერო სივრცის დაკეტვამ განაპირობა.

გამოვეხმაურო ბოლო პერიოდში გავრცელებულ ინფორმაციებს რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების მიერ საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით. საყოველთაოდ ცნობილია, რომ 2020-2021 წლებში პანდემიის გამო საზღვარი ძირითადად ჩაკეტილი იყო. შევადარებ 2019 წლის და 2022 წლის ანალოგიურ პერიოდებს და მოგახსენებთ, რომ დღეს ეს ციფრი, მაშინდელთან შედარებით, 50 პროცენტით ნაკლებია.

რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთის ფაქტების მატება ფიქსირდება მესამე ქვეყნებიდან, რაც სხვადასხვა ქვეყნის მიერ რუსეთის ფედერაციისთვის საჰაერო სივრცის დაკეტვამ განაპირობა. რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები, ძირითადად ეთნიკურად ჩრდილოეთ კავკასიელები, თურქეთის რესპუბლიკიდან სარფის გამტარი პუნქტის გავლით შემოდიან საქართველოში და ტრანზიტულად ბრუნდებიან რუსეთში, სასაზღვრო გამტარი პუნქტი დარიალის გავლით"- თქვა მან.