გრიგოლ ვაშაძეს ვთხოვე, მიიღოს მონაწილეობა ჩემი საკითხის გადაწყვეტაში დიპლომატიურ კორპუსთან - სააკაშვილი

17.03.22 14:25
გრიგოლ ვაშაძეს ვთხოვე, მიიღოს მონაწილეობა ჩემი საკითხის გადაწყვეტაში დიპლომატიურ კორპუსთან - სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი ყოფილ თანამებრძოლს, გრიგოლ ვაშაძეს მადლობას უხდის.  სააკაშვილის თქმით, ვაშაძე მას  მკურნალობის საკითხის გადაწყვეტაში დაეხმარა. 

მე ვთხოვე გრიგოლ ვაშაძეს, ჩემს ძველ თანამებრძოლს და ბრწყინვალე დიპლომატს, მიიღოს მონაწილეობა ჩემი საკითხის გადაწყვეტაში დიპლომატიურ კორპუსთან და საერთაშორისო პარტნიორებთან. 
სახალხო დამცველთან და "ემპათიასთან" ერთად, მანაც შეუწყო ხელი იმას, რომ ბოლოს და ბოლოს, გამოკვლევებისთვის ნამდვილ სამოქალაქო კლინიკაში გადამიყვანეს, სადაც დადასტურდა ყველა კონსილიუმის გამოტანილი დიაგნოზი. 
ახლა გიამ ჩემთვის საჭირო მკურნალობის გადაწყვეტის საკითხიც ითავა. რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ მის მიერ ვერ გადაწყდება, მაგრამ მინდა იცოდეთ, რომ იმ პირობებშიც კი, როცა გია აღარაა ჩვენს პარტიაში, ადამიანური მიდგომები და წესიერება შეინარჩუნა. უბრალოდ მადლობის დაწერა მსურდა",
- წერს სააკაშვილი გრიგოლ ვაშაძის შესახებ.