მე ჯაპანას და ვარ - დოდოშკა "უცნობის" აქციაზე

09.04.21 13:43
მე ჯაპანას და ვარ - დოდოშკა "უცნობის" აქციაზე

ყოფილი ტელესახე, ხელოვნებათმცოდნე, დოდოშკა ხურცილავა გია გაჩეჩილაძის, იგივე "უცნობის", აქციაზე გამოჩნდა. 

როგორც აღმოჩნდა, დოდოშკას მიზანიც "ნაციონალური მოძრაობის" დასრულებაა. 

ჩვენი მიზანია, საქართველომ ჩვენი ხმაც გაიგოს. 200 ბავშვი, რომლიც ხელფასს ,,ნაციონალური მოძრაობისგან" იღებს და სხვადასხვა არხებზე დადის,  მთელი საქართველო არ არის"- აღნიშნავს დოდო ხურცილავა. 

კითხვაზე აფინანსებს თუ არა აქციას მისი ძმა, მსახიობი დავით ხურცილავა, დოდოშკა გვპასუხობს: 

მე "ჯაპანას" და ვარ და ჩემი ძმის ეკონომიკური მდგომარეობა ძალიან კარგად ვიცი. რისი ფულის გადამხდელია "ჯაპანა" - აღნიშნავს დოდოშკა.