"რატომ არ ახსენებთ რუსეთს, ლოცვები გავაძლიეროთო, რომ ამბობს პრემიერი, რომელი მღვდელი ეს გვყავს?"- გოციროძე გომელაურს

17.03.22 15:34
"რატომ არ ახსენებთ რუსეთს,  ლოცვები გავაძლიეროთო, რომ ამბობს პრემიერი, რომელი მღვდელი ეს გვყავს?"-  გოციროძე გომელაურს

„მინისტრებს და მთავრობის წევრებს რუსეთის ხსენება აკრძალული გაქვთ? - ამ კითხვით მიმართა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა რომან გოცირიძემ ვახტანგ გომელაურს, რომელსაც პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „მინისტრის საათის“ ფორმატში უსმენენ. 

შეგიძლიათ, ახლა გამოხვიდეთ და თქვათ, რომ რუსეთი თავს დაესხა უკრაინას? - დასძინა დეპუტატმა. 

ოპოზიციონერი ამბობს, რომ პრემიერ-მინისტრს ომის დაწყებიდან ერთხელაც არ უხსენებია რუსეთი. 

პრემიერი რატომ არ ამბობს ერთ სიტყვას რუსეთზე, ლოცვები გავაძლიეროთო, რომ ამბობს, რომელი მღვდელი ეს გვყავს? რომ დაბრუნდებით მთავრობის სხდომაზე, ჰკითხეთ პრემიერ-მინისტრს, აპირებს თუ არა სიტყვა რუსეთი ამოღერღოს."- მიმართა გოცირიძემ შსს მინისტრს.