აგვისტოს ომის შემდეგ მსოფლიომ სანქციები არ დაუწესა რუსეთს - ღარიბაშვილი პოლონეთის პრემიერთან შეხვედრისას

17.03.22 16:21
აგვისტოს ომის შემდეგ მსოფლიომ სანქციები არ დაუწესა რუსეთს -  ღარიბაშვილი პოლონეთის პრემიერთან შეხვედრისას

საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პოლონეთის პრემიერმინისტრთან მათეუშ მორავიეცკთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, რომ  მსოფლიოს ლიდერებმა აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთს სანქციები არ დაუწესეს. 

ჩვენი ტერიტორიის 20% დღეს არის ოკუპირებული რუსეთის მიერ. ჩვენ ვცხოვრობთ რუს ჯარისკაცებთან ერთად ჩვენს ტერიტორიაზე. მე მინდა აქვე სინანულით გავიხსენო და შევახსენო ყველას, რომ სამწუხაროდ, აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთის მიმართ არავითარი სანქციები არ იქნა დაწესებული მაშინდელი მსოფლიო ლიდერების მხრიდან. აქვე მინდა გავიხსენო პრეზიდენტი კაჩინსკი, რომელიც მაშინ ხმამაღლა მოუწოდებად დასავლეთის ლიდერებს მიეღოთ მკვეთრი და თამამი გადაწყვეტილებები საქართველოს ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით", — თქვა ღარიბაშვილმა.

ღარიბაშვილმა პრესკონფერენციაზე "ნაციონალური მოძრაობაც" დაადანაშაულა და თქვა, რომ მაშინდელმა ხელისუფლებამ რუსეთს სანქციები არ დაუწესა.