საქართველოს ადგილი არის ევროკავშირში, ჩვენ მხარს გიჭერთ - პოლონეთის პრემიერ-მინისტრი
,,საქართველოს ადგილი არის ევროკავშირში" - ამის შესახებ საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა პოლონეთის პრემიერ მინისტრმა, მატეუშ მორავიეცკიმ, განაცხადა. მისი თქმით, პოლონეთი მხარს უჭერს საქართველოს ინტეგრაციას ევროპულ ოჯახში.
ვინ შეიძლება, უკრაინას გაუგოს უკეთესად, თუ არა ქართველებმა? ვინაიდან, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ის 20%-ია, რომელიც ამჟამად ოკუპანტების მიერ დაკავებულია. ამიტომ, ამ ადგილიდან მე მსურს, გამოვხატო ჩვენი ძლიერი მხარდაჭერა ჩვენი მეგობრებისა, რომლებიც იმყოფებიან საქართველოში, რთულ სიტუაციაში. ვინაიდან, ის აგრესია, რომელსაც ადგილი ჰქონდა 2008 წელს, დღემდე იგრძნობა საქართველოში.
პოლონეთი დღემდე მხარს უჭერს და გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას ევროკავშირის გზაზე. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ყველა ქვეყანას აქვს უფლება, აირჩიოს ის გზა, რომელიც თვითონ სურს და ამიტომ, მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოს ადგილი არის ევროკავშირში.- განაცხადა პოლონეთის პრემიერმინისტმა, მატეუშ მორავიეცკმა, საქართველოს პრემიერმინისტრ, ირაკლი ღარიბაშვილთამან ერთად გამართულ ბრიფინგზე.