"ბომბები ცვივა, გვართმევენ სიცოცხლეს" - კიევის ციხის ქართველი პატიმრები შველას ითხოვენ
კიევის ციხეში მყოფი ქართველები რუსული ბომბების გამო, საფრთხეში არიან. ისინი ამბობენ, რომ მათ გარშემო მუდმივად რუსული ბომბები ცვივა და არავინ იცის, როდის მოხვდება ჭურვი მათ ციხეს. პატიმრები საქართველოს ხელისუფლებას დამხარებას სთხოვენ.
ჩვენთან ძალიან ახლოს არიან, 3 ჭურვი უკვე ჩამოაგდეს ერთ კონკრეტულ ლოკაციაზე, ციხეს უმიზნებენ. დაგვეხმარეთ", - ამბობენ პატიმრები ციხიდან გავრცელებულ ვიდეომიმართვაში.
მათი უფლებადამცველები უსაფრთხოების მიზნით, ქართველი პატიმრების ექსტრადირებას ითხოვენ.
ძალიან ცუდ მდგომარეობაში არიან. ითხოვენ დახმარებას საქართველოს ხელისუფლებისგან. მათთან ახლოს ხდება ბომბების ჩამოვარდნა, მათ აქვთ ასევე ვიდეო კადრები. უმეტესობა გაუსამართლებელია და დარწმუნებული ვარ, რომ უმეტესობა უდანაშაულოა. მათი მოთხოვნაა იქნებ მოითხოვონ გადმოცემა საქართველოსთვის, რომ ისინი იყვნენ ექსრადირებული საქართველოში", - ამბობს ქართველი პატიმრების ადვოკატი.
ახლა უკრაინის მხოლოდ ერთ საპყრობილეში საქართველოს 100 მოქალაქე იმყოფება.