არის ხმები, რომ თითქოს საქართველო ბოლომდე არ არის ჩართული რუსეთის წინააღმდეგ სანქციებში - პოლონეთის პრემიერი

17.03.22 17:08
არის ხმები, რომ თითქოს საქართველო ბოლომდე არ არის ჩართული რუსეთის წინააღმდეგ სანქციებში - პოლონეთის პრემიერი

,,არის ხმები, რომ თითქოს საქართველო ბოლომდე არ არის ჩართული ამ სანქციებში" - საქართველოში ოფიციალური ვიზიტით ჩამოსულმა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა თავის ქართველ კოლეგას ერთგვარი საყვედური მისცა.

მინდა აქ, საქართველოს მიწიდან, ვთქვა, რომ ჩვენ საქართველოს პრემიერთან ერთად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ის ღირებულებები, რომელსაც ჩვენ ვაფასებთ, ორივე ერი, გამართლებული და მხარდამჭერი იყოს უკრაინელებისთვის.

რუსეთის დღევანდელი აგრესია არის აგრესია ჩვენი ღირებულებების მიმართ, რომელსაც ჩვენ, ორივე ერი, ვაფასებთ. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს აგრესია შევაჩეროთ. რა შეიძლება გავაკეთოთ? სანქციები, რომელიც იყო მიღებული ევროკომისიის მხრიდან, პოლონეთი ამ სანქციების ინიცირებას აკეთებს, გვინდა, გავაღრმავოთ სანქციები. თითოეულ დანგრეულ სახლს კიდევ ერთი სანქცია უნდა ემატებოდეს. რუსეთის ეს ბარბაროსული მიდგომა უკრაინის მიმართ არ არის მისაღები.
არის ხმები, რომ თითქოს საქართველო ბოლომდე არ არის ჩართული ამ სანქციებში, მაგრამ ბატონმა პრემიერმა დამარწმუნა, საქართველო ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ შეაჩეროს ეს აგრესია და დაიცვას დემოკრატიული ღირებულებები და მხარი დაუჭიროს უკრაინის თავისუფლებას და სუვერენიტეტს
- განაცხადა პოლონეთის პრემიერმა.