ზურაბიშვილის გზავნილი ოპოზიციას - გამოიჩინეთ მეტი პასუხისმგებლობა

09.04.21 13:00
ზურაბიშვილის გზავნილი ოპოზიციას - გამოიჩინეთ მეტი პასუხისმგებლობა

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციას პასუხისმგებლობას უწუნებს. ქვეყნის მთავარსარდალმა პარლამენტის ტრიბუნიდან ხელისუფლებასაც მიმართა: 

ოპოზიციას მოეთხოვება, გამოიჩინოს მეტი შეგნება. მოეთხოვება უარის თქმა განწყობაზე - ჩემს შემდეგ, ან ჩემს გარეშე რაც გინდა, მომხდარა. თუმცა, არანაკლებ საჭიროა ხელისუფლების მხრიდან იმის გაგება, რომ რაღაც საკითხებში, ბოლომდე შეთანხმება თუ არა, სულ ცოტა, წინასწარ გაფრთხილება და კონსენსუსის მიღწევის მცდელობა მაინც უნდა იყოს. მაგალითად მოვიყვან 2024 წლისთვის ევროკავშირში ჩვენი კანდიდატურის წარდგენის თემას, რაც, არა თუ ოპოზიციასთან, ქვეყნის პრეზიდენტთანაც კი არ ყოფილა განხილული. თუ ასეთ მომავალს ერთად არ შევქმნით, ვერც ოკუპაციის დაძლევას შევძლებთ და ვერც ევროატლანტიკურ ინტეგრაციას - თქვა ზურაბიშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტი დღეს ყოველწლიური ანგარიშით  პარლამენტში წარსდგა.