გომელაური "ალტ-ინფოს" ვერ დახურავს - შს მინისტრი
შინაგან საქმეთა სამინისტრო "ალტ-ინფოს" ვერ დახურავს - ვახტანგ გომელაური ამბობს, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კანონი უნდა დაიხვეწოს და სწორედ კანონით უნდა მოხდეს ხელმძღვანელობა.
„ალტ-ინფო“ უნდა დაიხუროს თუ არა, ამაზე შესაძლოა ჩემი აზრი მქონდეს. ბევრი რამ უნდა დაიხუროს, ან არ უნდა დაიხუროს, მაგრამ კანონი უნდა დაიხვეწოს და კანონით უნდა ვიხელმძღვანელთ. მაგას ვერც გომელაური დახურავს და ვერც შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები“,- განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.