შეიძლება დავიჭიროთ, შეიძლება ვერ - გომელაური ესებუაზე

17.03.22 17:34
შეიძლება დავიჭიროთ, შეიძლება ვერ - გომელაური ესებუაზე

 შეიძლება დავიჭიროთ, შეიძლება ვერ - ასე პასუხობს ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრი ნომერ პირველ ტერორისტად გამოცხადებული ბადრი ესებუას დაკავების საკითხს. 

როგორც ვახტანგ გომელაურმა განაცხადა, "საქართველოს ბანკზე" თავდამსხმელის საქმეზე აქტიურად მუშაობენ: 

ვმუშაობთ, შეიძლება, წელიწადნახევარი ბევრია, მაგრამ შეიძლება დავიჭიროთ, შეიძლება ვერ დავიჭიროთ. ხშირად იყო ოპოზიციისგან, რომ დროზე თქვით რამდენ ხანში დაიჭერთო, მაგას ვერავინ გეტყვის. მე რომ ვთქვა, ვინც საქმის პროფესიონალია, დამცინებენ. აქედან გამომდინარე, ესებუაზე აქტიურად ვმუშაობთ"- თქვა მინისტრმა. 

მინისტრობის რამდენი ვადა გჭირდებათ თქვენ იმისთვის, რომ საბოლოოდ დაადგინოთ რომელ კუნძულზე ისვენებს ბადრი ესებუა, - ასე მიმართა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ანა წითლიძემ შინაგან საქმეთა მინისტრს ვახტანგ გომელაურს. 

შეგახსენებთ, რომ ბანკზე თავდასხმაში ბრალდებულ ბადრი  ესებუას სამართალდამცავი უწყებები 512 დღეა უშედეგოდ ეძებენ, თუმცა მისი დაკავება ამ დრომდე ვერ მოახერხეს.