საქართველოს მთავრობა, აგებს თქვენი ფალავანი რუსეთი..ახლა მაინც შეუერთდით სანქციებს - მიხეილ სააკაშვილი
საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, ახალ გზავნილში მოუწოდებს ხელისუფლებას, ფსონი გააკეთოს არა რუსეთზე, რომელიც ომს აგებს, არამედ უკრაინაზე და შეუერთდეს კრემლისთვის დაწესებულ სანქციებს.
საქართველოს მთავრობა, ხომ კარგად ხართ, აგებს თქვენი ფალავანი რუსეთი, აი ის, "შედეგი რომ წინასწარ გადაწყვეტილი იყო" თქვენი ჭკუით და მიდექ-მოდექით, დაიწყეთ უკვე ლაპარაკი, რომ ყოველთვის უკრაინის მხარეს იყავით და ახლა მაინც შეუერთდით სანქციებს - წერს მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში.