ოპოზიციას უნდა, სუნიანი კარვები აგვაყრევინოს - "უცნობი"

09.04.21 15:30
ოპოზიციას უნდა, სუნიანი კარვები აგვაყრევინოს - "უცნობი"

გია გაჩეჩილაძემ მის მიერ ორგანიზებულ აქციას "ინტელექტუალურ შეკრებას" უწოდებს. მეტიც, "უცნობმა"  ბერლინის კედლის ფრაგმენტს "ღმერთი სიყვარულია" დააწერა. 

სიტყვით გამოსვლისას "უცნობმა" თქვა, რომ "ოპოზიციას უნდა, სუნიანი კარვები ააყრევინოს":

ძალიან უნდათ და გვიწვევენ, რომ რუსთაველიდან მოხდეს ამ კარვების აყრა, იმ სუნიანი და გაბინძურებული კარვების აყრა. ყველამ ნახა, ვის უყვარს საქართველო და ვის არა. ელემენტარულად, ერთი დღით არ აალაგეს ეს კარვები, რომ ხალხი მისულიყო და პატივი მიეგო, მაგრამ არა უშავს. რაც მათ უნდათ, ჩვენ მათ მოედანზე არ ვითამაშებთ, ეს კარგად გაიგონ, ჩვენ ვართ ინტელექტუალური პროტესტის მომხრე და დავრჩებით ასე- თქვა გია გაჩეჩილაძემ.