სკანდალი - სვანური ოქრო საქართველოს მთავრობამ რუსული ფესვების მქონე კომპანიას მისცა

19.03.22 20:26
სკანდალი - სვანური ოქრო საქართველოს მთავრობამ რუსული ფესვების მქონე კომპანიას მისცა

თბილისი-მოსკოვი სანკტ-პეტერბურგი - სვანური ოქრო საქართველოს მთავრობამ რუსული ფესვების მქონე კომპანიას მისცა. "შაბათის ეთერის" ჟურნალისტური გამოძიებით დგინდება, რომ სვანეთში, 80 ჰექტარ ტერიტორიაზე ოქროს ძიების ლიცენზია აუქციონზე საქართველოს მთავრობამ 2022 წლის 15 თებერვალს გამოიტანა, მასში მხოლოდ ერთადერთი, "ალან ლალიევის" კომპანია მონაწილებდა და ვაჭრობაც კი არ შემდგარა, რუსეთის მოქალაქეს 80 ჰექტარზე ოქროს ძიების ლიცენზია, 5 წლით 11 ათას ლარად მისცეს. 

მესტიის რაიონის ორ სოფელში, ღვებალდსა და გვალდერში 800 ათასი კვადრატულ მეტრ მიწაზე ძვირფასი ლითონი ხუთი წლის განმავლობაში უნდა ეძებონ. იქ, სადაც ოქროს მარაგებს აღმოაჩენენ, მოპოვება დაიწყება, დანარჩენ ტერიტორიას კი  სახელმწოფოს უკან გადასცემენ. 

ოქროს მაძიებელი კომპანიიის უკან, აქციების საკონტროლო პაკეტის მფლობელი, რუსეთის მოქალაქე ალან ლალიევია. 29%- ნანა იკოშვილს ეკუთვნის , 4% კი გუდვილის გენერალურ დირექტორს გიორგი ხაბაშვილს

რუსეთის მოქალაქე ალან ლალიევის ქართველი ბიზნესპარტნიორი "შაბათის ეთერის" კითხვებს დაემალა.  ჟურნალისტ-გამომძიებლები დაინტერესდნენ, როგორ აპირებენ, ძვირფასი ლითონის ძებნას ხალთან დაპირისპირების პარალელურად?  ხელშეკრულების თანახმად, გამარჯვებული კომპანია იღებს ვალდებულებას, რომ ადგილობრივ მოსახლეობას თავად შეუთახმდება, რადგან ოქროს მოპოვება მათ საძოვრებზე უნდა დაიწყოს. 

ნანა იკოშვილი გეოლოგია, ის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, გამოყენებითი გეოლოგიის დეპარტამენტის თანამშრომელია. ჩნდება განცდა, რომ საქართველოში ოქროს მარაგების შესახებ,  იკოშვილი ინფორმაციას პროფესიული წრეებიდან ფლობდა, რაც როგორც ჩანს, რუსეთიდან საქართველოში ჩამოსულ ბიზნესმნენს გაუზიარა. რუსმა ბიზნესმენმა მთვრობისგან ოქროს ძიების ლიცენზია, გეოლოგმა იკოშვილმა  კი ფასადაუდებელი ინფორმაციის სანაცლოდ,  კომპანიის 29%-იანი წილი მიიღო.  

რუსეთის მოქალაქის ოქროს მაძიებელი კომპანია საქართველოში, დირექტორის გიორი ხაბაშვილის სახლშია რეგისტრირებული.
ხაბაშვილი ვერცერთ კითხვაზე, პრაქტიკულდ ვერ პასუხობს, რაც კითხვებს აჩენს.  გამოდის რომ კომპანიის დირექტორმა რომელმაც სვანეთში 80 ჰექტარზე ოქრო უნდა ეძებოს, არაფერი იცის.  გიორგი ხაბაშვილმა ჩვენთან საუბრისას ისიც კი ვერ გაიხსენა, რომ მის კომპანიას ოქროს მოძიების ლიცენზია 11 ათას ლარად ჰქონდა მიღებული. 

რაც შეეხება ალან ლალიევს, ის თითქმის 2 წელია თბილისში ცხოვრობს.  დგინდება, რომ სვანეთში, ოქროს მოპოვების ლიცენზიის მიღებამდე ლალიევმა საქართველოში, 2018 წლიდან, ჯამში 9 კომპანიის დაფუძნება მოასწრო. ოქროს მაძიებლის პარტნიორები, ჩვენს ქვეყანაშიც რუსეთის მოქალაქეები არიან. ის ბიზნესს ქართველ, პეტერბურგელ და როსტოველ ბიზნესმენებთან ერთად აკეთებს. სერგეი პოპოვი როსტოვში მანქანათმშენებელი ქარხნის ნოვატორის მფლობელია. ანდრეი ხომიაკოვი კი პეტრებურგელი ბიზნესმენი. რუსეთის ერთიანი რეესტრის მონაცემებით, ის რუსეთის ჩრდილოეთ დედაქალაქში, ეკო ინჟ დეველოპმენტს ფლობს. 

ვინ დებს ფულს სვანეთში ოქროს საძიებო სამუშაოებში და ვის ხელში შეიძლება აღმოჩნდეს ეროვნული განძი? სვანეთში, ადგილობრივ მოსახლეობასთან, დღემდე არავინ მისულა. მათ სვანები საკუთარი პირობებით ელოდებიან. ცხუმარელები მოპოვებული ოქროდან, გარკვეული წილის დატოვებას, ადგილზე, სვანეთში ითხოვენ, თუმცა რუსი ინვესტორის კეთილსინდისიერების წინასწარვე არ სჯერათ

ოქროს რეალური რაოდენობა არავინ იცის. ამ ხეობაში, ძვირფასი ლითონის მოპოვებით, ოჯახებს, ადგილობრივები  უკვე ათწლეულებია არჩენენ. ახლა მათ რუსეთის მოქალაქე სავარაუდოდ, საკუთარ მიწებზე გადაადგილებას შეუზღუდავს.

სვანეთის მთებში ოქროს მოპოვებისა და მესტიიდან სიმდიდრის გატანის გამოცდილება რუსებს უკვე აქვთ. გასული საუკუნის 30-იან წლებში, გასაბჭოებული ქვეყნიდან, ადგილობრივების თქმით, 500 კილოზე მეტი ოქროა გატანილი. ისტორიის გამეორება მესტიაში აღარ უნდათ. განსაკუთრებით ახლა, როცა რუსეთი, მესტიის კი არა, უკრაინის მიწების მითვისებასა და საბჭოთა კავშირის აღდგენის მცდელობაშია. 

"შაბათის ეთერის" გამომძიებელი ჟურნალისტი მინერალური რესურსების ეროვნულ სააგენტოში მივიდა - მაკა ჩიხლაძეს დაინტერესდა, 15 თებერვალს დასრულებულ აუქციონში, რატომ მიანიჭა უპირატესობა 20 დეკემბერს, რუსეთის მოქალაქის მიერ დაფუძნებულ კომპანიას? 

ჟურნალისტებმა ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახურს კითხვების ჩამონათვალი წინასწარ, წერილობით გაუგზავნეს -  "ტვ პირველი
 დაინტერესდა, რატომ მისცეს 80 ჰექტარი ოქროს მოსაპოვებლად ასეთ სიმბოლურ ფასად? იციან თუ არა რომ კომპანიის მფლობელი რუსეთის მოქალაქეა და საქმის კურსში არიან თუ არა ადგილობრივების წინააღმდეგობის შესახებ? უწყებას ამ კითხვებზე ამ დრომდე ამ დრომდე არ გაუცია.