დიტო სამხარაძის რუსული განათლება - დეპუტატმს ოკუპანტი ქვეყნის ყალბი დიპლომი აქვს?!
პარტია "ქართული ოცნების" რუხი კარდინალის, დიმიტრი სამხარაძის რუსული განათლება - ვინ არის ადამიანი, რომელსაც ყველა რეგიონის საარჩევნო შედეგი აბარია?!
პარლამენტის ოფიციალურ საიტზე განათლების ნაწილში მხოლოდ საზოგადოებრივ კოლეჯ "ორიენტირსა" და
რუსეთის აკადემიის სახელმწიფო მართვის საერთაშორისო ინსტიტუტია მითითებული.
"ოცნების" დეპუტატი თავადვე უთითებს, რომ კოლეჯი 2014 წელს ანუ 33 წლის ასაკში დაამთავრა. ამ ასაკამდე სამხარაძეს პარლამენტის ვებ გვერდზე გამოქვეყნებულ ბიოგრაფიაში საერთოდ არაფერი უწერია. არადა 2012 წლიდან, იგი უკვე სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში მუშაობდა ანუ საჯარო მოხელე იყო. მუშაობის დაწყების მომენტში, ირკვევა, რომ მას არანაირი განათლება არ ჰქონდა მიღებული, მათ შორის არც სრული საშუალო. სწავლა საზოგადოებრივ კოლეჯში 2013 წელს დაუწყია, ამას საკუთარი ბიოგრაფიით თვითონ გვეუბნება.
დეპუტატის პირველ სასწავლებელს ნაძალადევში, ცოტნე დადიანის 26 ნომერში მდებარეობს. ირკვევა, რომ სამხარაძემ აქ ერთი წელიწადი ისწავლა. "კარგი ბავშვი იყო" - ასე ახასიათებენ ლექტორები 33 წლის სამხარაძეს.
"კარგი ბავშვის" ფაკულტეტი მალევე გააუქმეს. კრიმინალისტიკის 1 წლიან სპეციალობას დიმიტრი სამხარაძის შემდეგ, კოლეჯში ავტორიზაცია შეუჩერდა.
"შაბათის ეთერის" ინფორმაციით, დიმიტრი სამხარაძე, რომელსაც სკოლაც კი არ ჰქონდა დამთავრებული, კოლეჯის დიპლომით მხოლოდ მას შემდეგ დაინტერესდა, რაც ოცნება ხელისუფლებაში მოვიდა და საჯარო სამსახურში მუშაობა დააწყებინეს.
"ტვ პირველმა" საქართველოს პარლამენტში წერილობით მოთხოვნა გააგზავნა. პასუხად გამომძიებელმა ჟურნალისტებმა დიტო სამხარაძის დიპლომის 2 ასლი მიიღო. ერთი კოლეჯ "ორიენტირის" 1 წლიან სასწავლო კურსს ადასტურებს, მეორე კი ერთი შეხედვით, რუსულ უმაღლეს განათლებას.
ირკვევა, რომ სამხარაძეს რუსეთის პრეზიდენტთან არსებული სახელმწიფო მართვის აკადემიის სახელმწიფო სამსახურისა და მართვის საერთაშორისო ინსტიტუტის დიპლომი აქვს, სასწავლებელი რომელიც სტუდენტებს რუსეთის პრეზიდენტის პატრონაჟით უშვებს - დიმიტრი სამხარაძეს ერთი უმაღლესი სასწავლებელი აქვს დამთავრებული და ისიც აქ, საიდანაც პუტინის მმართველობას, საჯარო მოხელეებს უზრდიან.
დიპლომი სამხარაძის გადეპუტატებამდე 7 თვით ადრე, 2016 წლის 26 თებერვალსსაა გაცემული. მისი ცოლის ძმა, რომელიც დეპუტატის საცხოვრებელ მისამართზე გადაიღეს, ადასტურებს, რომ დეპუტატმა განათლება ნამდვილად მოსკოში მიიღო. გამოდის, რომ 2012-2016 წლებში წლებში, როცა ოცნების მმართველობისას, სამხარაძე საჯარო მოხელე იყო და სამსახურში უნდა ევლო, სტუდენტი იყო და მოსკოვში, ინსტიტუტში ლექციებს ესწრებოდა.
არადა მისივე ბიოგრაფიიდან ვიგებთ, რომ დიმიტრი სამხარაძე ხელისუფლებაში, ქართული ოცნების მოსვლის შემდეგ, ჯერ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში, შემდეგ კი ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულ ცენტრში იყო დასაქმებული. დიმიტრი სამხარაძეს ვკითხეთ, როგორ ახერხებდა თან მოსკოვში სწავლას და თან თბილისში მუშაობს.
დიმიტრი სამხარაძე დიპლომთან დაკავშირებით დასმულმა კითხვებმა გააღიზიანა, რადგან არსებობს დასაბუთებული ვარაუდი რომ მისი დიპლომი ყალბია! ქართული ოცნების შავი საქმეების მმართველის მიერ პარლამენტში წარდგენილ დიპლომს რუსეთის პრეზიდენტთან არსებული სახელმწიფო მართვის აკადემიის სახელმწიფო სამსახურისა და მართვის საერთაშორისო ინსტიტუტის დიპლომის ნიმუშს ვადარებთ, პირველი რაც თვალში გვხდება, ნუმერაციაა. ნამდვილ დიპლომს უნიუკალური ნომერი სტამბური ნუმერატორით აქვს დასმული, დიმიტრი სამსხარაძის დიპლომი კი აჩენს განცდას, რომ ის კომპიუტერულ პროგრამაში დამუშავებული და ფერად პრინტერზე ამობეჭდილი საბუთია.
რადგან ოფიციალური დოკუმენტების გაყალბება, სისხლის სამართლის დანაშუალია და შესაძლოა, პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის საფუძველი გახდეს, შაბათის ეთერმა საქართელოს პარლამენტიდან მიღებულ დიმიტრი სამხარაძის დიპლომის ასლი მოსკოვში, რუსეთის პრეზიდენტთან არსებულ, სახელმწიფო სამსახურისა და მართვის საერთაშორისო ინსტიტუტში გააგზავნა მოთხოვნით მათი გაცემულია თუ არა განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი.
"2016 წელს ჩვენს სასწავლებელს ერქვა ,,სახელმწიფო სამსახურისა და მართვის ინსტიტუტი,’’ რომელსაც აღნიშნული დიპლომი არ გაუცია. დამატებითი დეტალების გასარკვევად უნდა მიმართოთ აკადემიას ოფიციალურად და ამისთვის იმ პირის თანხმობა დაგჭირდებათ, რომლის პირადი მონაცემებიც უნდა დავამუშავოთ"- ვკითხულობთ ოფიციალურ პასუში.
არის კიდევ ერთი გარემოება. რუსეთის პრეზიდენტთან არსებული სახელმწიფო სამსახურისა და მართვის საერთაშორისო ინსტიტუტის დიპლომს მოჰყვება მეორე ფურცელი, სადაც საგნების ჩამონათვალი და მიღებული კრედიტების რაოდენობაც ფიქსირდება, რაც დიმიტრი სამხარაძის განათელების დამადასტურებელ სავარაუდო დოკუმენტს არ ახლავს.
ოფიციალურად სამხარაძემ მენეჯერის განათლება პერსონალის მართვის კუთხით მიიღო, თუმცა ოფიციალურად ბიოგრაფიაში არც იმას წერს, რამდენი წელი სწავლობდა მოსკოვში?