პუტინის მილიონიან იახტებს დიდი ბოქლომი დაადეს - შავ დღეში არიან მისი კარის ოლიგარქებიც
რას კარგავს პუტინი? რუსეთის ბოროტი მმართველის მილიონიან იახტებს და პუტინის საძმოს სასახლეებს ევროპაში დიდი ბოქლომი დაადეს. "შაბათის ეთერმა" იმ რუსი ოლიგარქების ვინაობა დაადგინა, რომლებიც პუტინთან მეგობრობის გამო დასაჯეს. მაკა ანდრონიკაშვილის ხმაურიანი რეპორტაჟიდან ირკვევა, რა ბიზნესი აქვთ რუსეთის პრეზიდეტის მეგობრებს და მიდის თუ არა მათი ქართული ბიზნესის გადამალვა?!
ირკვევა, რომ ქართული ბორჯომის მფლობელი, რუსი ოლიგარქი, მიხეილ ფრიდმანი ერთ-ერთია ოლიგარქებს შორის, ვინც ევროპის და ამერიკის შეერთებული შტატების შავ სიაში მოხვდა. ფრიდმანი "ალფა ჯგუფის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე და აქციონერია, "ალფა ჯგუფია" ქართული ბორჯომის წილის საბოლოოდ ბენეფიციარი. მისი 18 მილიარდი ახლა ჰაერში კიდია.
უკრაინული "პრავდა" წერს, რომ ფრიდმანი, ახლა კომპანია "აი დი ეს ბორჯომის" გადაფორმებას ბადრი პატარკაციშვილის ქვრივზე ინა გუდავაძეზე აპირებს, რათა კომპანია სანქციებს გადარჩინოს. ბორჯომი რუსულმა ალფა ჯგუფმა 2013 წელს იყიდა, მანამდე ეს წილი ბადრი პატარკაციშვილის ოჯახს ეკუთვნოდა.
ფრიდმანს და მის პარტნიორებს კომპანიის 60% აქვთ. გუდავაძეს ამდენი ფული არ აქვს. ერთ-ერთი შესაძლებელი სქემაა წილის გაყიდვა განვადებით, რომ ორი წლის შემდეგ, როდესაც ყველაფერი დასტაბილურდება, მაგრამ ქვრივი ფულს ვერ გადაიხდის, აქციებს უკან დაიბრუნებს. ამ ბიზნესის საერთო ღირებულება, უკრაინასა და საქართველოშია 1,5.
ვლადიმერ პუტინის ახლო მეგობარს, რომლის კაპიტალიც 10 მილიარდი ევროა ახლა ერთი ცენტიც კი არ აქვს. ფრიდმანი "ბლუმბერგისთვის" მიცემულ ინტერვიუში ამბობს, რომ სანქციების შემდეგ ფულის გარეშე დარჩა. მისი ყველა ბარათი დაბლოკილია და ახლა მილიარდერმა არ იცის როგორ იცხოვროს.
"შაბათის ეთერის" ინფორმაციით, რუსი ოლიგარქების იახტებზე ახლა ნადირობაა გამოცხადებული , ხმელთა შუა ზღვაში, ვისაც კი ფუფუნების სიმბოლო ჰქონდა, ყველა ერთი მეორეს მიყოლებით ჩამოართვეს. კონფისკაციას გადაურჩა მთავარი ბრალდებულის, პუტინის იახტა. როგორც ჩანს პუტინმა იცოდა, რომ სანქციებს ვერ გადაურჩებოდა, ამიტომ იახტა რომელიც მანამდე გერმანული ბილდის ინფორმაციით, ხუთი თვე ჰამბურგის პორტში იდგა გადასამალად წაიყვანა.
ვლადიმერ პუტინი ემშვიდობება მის მეორე უფრო ძვირიან ძვირიან 700 მილიონიანი იახტას, რომელიც იტალიაში ჩარჩა. ამერიკელმა სპეცსამსახურებმა დაადგინეს, რომ ეს ვლადიმერ პუტინს ეკუთვნის, ამიტომ ტოსკანას სანაპიროსთან, პუტინის იახტას ახლა იტალიის პოლიცია დარაჯობს, რომ საბოლოდ გადაწყვეტილების შემდეგ, ის ჩამოართვან და აღარასოდეს დაუბრუნონ.
რაც შეეხება დიმიტრი მედვედევს, ეს უკანასკნელი იტალიაში, ქალაქ ტოსკანაში ფლობს მიწას სასახლეს და ვენახებს. ქონება მის სახელზე არ არის გაფორმებული, ის ოფშორში რეგისტრირებულ ფირმას ეკუთვნის, თუმცა საბოლოოდ, ნავალნის გამომძიებელმა ჟურნალისტებმა დაადგინეს, რომ მე-17 საუკუნის სასახლეში რომელშიც 10 მილიონი დოლარი გადაიხადეს, დროს დიმიტრი მედვედევი ატარებს.
შავ დღეშია კიდევ ერთი რუსი ოლიგარქი - ალექსეი უსმანოვია. ყველაზე მდიდარი ადამიანის დაახლობით 19 მილიარდი დოლარით, მის სახელზეა გაფორმებული პუტინის და მედვედევის ქონება. უსმანოვს ახლა მძიმე დღეები უდგას, ის სანქციების სიაში აღმოჩნდა.
რუსეთის პრეზიდენტის სახელთან დაკავშირებული ქონების კონფისკაცია იტალიელმა სამართალდამცავებმა უკვე დაიწყეს. პუტინის კარის იტალიელ არქიტექტორთან პოლიცია მივიდა. სახლი გაჩხრიკეს და ამოიღეს ყველაფერი რასაც მალავდა. მათ შორის პაბლო პიკასოს, პოლ სეზანის, მარკ შაგალის და მოდელიანის ნახატები. დაყადაღებულია ორი მილიონის ღირებულების ვერტმფრენიც.
რომან აბრამოვიჩიც სანქცირებულია - პუტინის პირადი საფულეს, როგორც მას დასავლური მედია უწოდებს, რუსეთის პრეზიდენტთან მეგობრობა ძალიან ძვირი დაუჯდა. მას 600 მილიონიანი იახტა, უკვე ჩამოართვეს. ევროპულ აეროპორტებშია გაჩერებული მისი ბიზნესკლასის ორი თვითმფრინავიც თითოეული ღირებულება 35 მილიონი ფუნტია. უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო ბრიტანეთმა ამბრამოვიჩს ყველა აქტივი გაუყინა, ამიტომ რუსი ოლიგარქი საფეხბურთო კლუბ "ჩელსის" გაყიდვას ვეღარ შეძლებს. ერთადერთი, რისი გაყიდვაც აბრამოვიჩმა მოასწრო ლონდონის სასახლეებია.
დასავლური მედია წერს, რომ რომან აბრამოვიჩი უკრაინაში სისხმლისმღვრელ ომს აფინანსებს. BBC-ის დოკუმენტურ ფილმში დეტალურადაა აღწერილი, თუ როგორ ამზადებდა აბრამოვიჩის ფოლადის ქარხანა ტანკებს რუსული ჯარისთვის, ახლა ამ კომპანიის აქტივებიც გაყინულია. აბრამოვიჩი ქვეყანაში არ შეუშვა ისრაელმა, არადა ბიზნესმენი ისრაელის მოქალაქეა.
რუსი ოლიგარქები დასავლური ქვეყნებიდან გარბიან და საკუთარი ქონების გადამალვას ცდილობენ. 164 მეტრიანი იახტა სახელად "ლედი ემი", 72 მილიონი ღირს და ის უკვე პუტინის კარის ოლიგარქს ალექსეი მარდაშოვს აღარ ეკუთვნის. რუსი ოლიგარქებისთვის სანქციების დაწესების შემდეგ, იტალიის მთავრობამ ფოლადის ბარონად წოდებულ ალექსეი მორდაშოვს ქონებას ჩამოართვა. 215 მილიარდის მფლობელი მარდაშოვი, იტალიაში არსებული ბიზნესის ცოლის სახელზე გადაფორმებას ცდილობს. კონფისკაციის საფრთხე ემუქრება მის ვილას იტალიაშიც, რომლის ღირებულებაც 120 მილიონი დოლარია.
სასახლე ლონდონში, რუს ოლიგარქ ოლეგ დერიპასკას ეკუთვნის. შენობა პროუკრაინელმა აქტივისტებმა დაიკავეს. სახლის ღირებულება 50 მლნ. ფუნტია.
ნავთობისა და ალუმინის ბიზნესით გამდიდრებული ოლეგ დერიპასკას მშვიდობის მნიშვნელობაზე მას შემდეგ ალაპარაკდა, რაც დასავლეთმა რუს ოლიგარქებს უმკაცრესი სანქციები დაუწესა, ევროპულ ქვეყნებში შესვლა აუკრძალა და მილიარდობით დოლარის ღირებულების აქტივები გაუყინა. დერიპასკა პუტინის გარემოცვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ოლიგარქია. მას შეერთებულმა შტატებმა სანქციები ჯერ კიდევ 2018 წელს დაუწესა. ამერიკელი სენატორები ამბობდნენ, რომ ის არის ადამიანი, რომელიც რუსულ მაფიას მართავს და პირადად ათეთრებს ფულს ვლადიმერ პუტინისთვის. დიდმა ბრიტანეთმა მისი აქტივები გაყინა. დაკარგა 65 მილიონიანი იახტა და 6 სართულიანი ჰერცოგის სახლი, რუსი ბიზნესმენი ინგლისის სამხრეთ-აღმოსავლეთით ასევე ფლობს სასახლეს ქალაქ ვეიბრიჯში, სურეიში.
ბრიტანული პრესის ინფორმაციით, დერიპასკამ ამ ქონების გაყიდვა სცადა, თუმცა Knight Frank-ის საკონსულტაციო ჯგუფმა, რუს ოლიგარქთან თანამშრომლობაზე უარი თქვა.
იტალიის ხელისუფლებამ ერთ დღეში 143 მილიონი ევროს ღირებულების ქონება დააყადაღა. იახტები, რომელსაც თქვენ კადრში ხედავთ, გენადი ტიმჩენკოს და ოლეგ სავჩენკოს ეკუთვნით. მხოლოდ ტიმჩენკოს კუთვნილი იახტის, ლენას ღირებულება 50 მილიონი ევროა. იტალიელმა სამართალდამცველებმა დააყადაღეს ალიშერ უსმანოვის, ვლადიმერ სოლოვიოვის და ოლეგ სავჩენკოს მე-17 საუკუნის ვილაც, რომლის ღირებულებაც 3 მილიონი ევროა.
სანქცირებულთა სიაში შედიან გიგანტური კომპანია „როსნეფტის“ ხელმძღვანელი იგორ სეჩინი. „გაზპრომის“ მმართველთა საბჭოს თავმჯდომარე ალექსეი მილერი, „ტრანსნეფტის“ პრეზიდენტი ნიკოლაი ტოკარევი, ბანკ „ვითიბის“ ხელმძღვანელი ანდრეი კოსტინი ბანკ „როსიას“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე დიმიტრი ლებედევი. სანქცირებული შვიდი რუსი ოლიგარქის საერთო პირადი კაპიტალი, დაახლოებით 20 მილიარდ დოლარს აღწევს.
სანქცირებული რუსი ოლიგარქების სახლები ბრიტანეთმა, შესაძლოა უკრაინელი დევნილებისთვის გამოიყენოს – შესაბამის შესაძლებლობას დიდი ბრიტანეთის მთავრობაში უკვე განიხილავენ. ის ვისაც ჯერ სანქციები არ შეხებია დაკავების და აქტივების გაყინვის შიშით ამერიკაში არსებულ ქონებას ყიდიან. "ალფა ჯგუფის" დამფუძნებელმა ალექსეი კუზმიჩევმა 41 მილიონ დოლარად გაყიდა საკუთარი ვილა მანჰეტენზე.
50 მილიონ დოლარად ყიდის საცხოვრებელ სახლს ნიუ იორკში "დომოდედოვოს" დამფუძნებელი ვალერი კოგანი.