შალვა პაპუაშვილს პუტინზე დასმულმა კითხვამ ისე გააღიზიანა, რომ ტვ პირველის ჟურნალისტს პარლამენტში შესვლა აუკრძალა

19.03.22 22:47
შალვა პაპუაშვილს პუტინზე დასმულმა კითხვამ ისე გააღიზიანა, რომ  ტვ პირველის ჟურნალისტს პარლამენტში შესვლა აუკრძალა

რუსეთის მიერ ოკუპირებული ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარე, ჟურნალისტს სანქციას პუტინის თემაზე დასმული კითხვის გამო უწესებს - შალვა პაპუაშვილმა "ტვ პირველის" გამომძიებელი ჟურნალისტის, ნატა ქაჯაიას წინააღმდეგ სადამსჯელო ოპერაცია დაიწყო. საკანონმდებლო ორგანოს ხელმძღვანელი წყობიდან მარტივმა კითხვამ გამოიყვანა - არის თუ არა რუსეთის პრეზიდენტი სამხედრო დამნაშავე? კითხვაც და პასუხიც შაბათს ეთერში 12 მარტს გავიდა.   რეპორტაჟი, რომელიც პუტინის მიერ ქალების და ბავშვების ხოცვას ეხებოდა და ამ თემაზე დასმული კითხვა  სანქციების დაწესების საფუძველი გახდა.

ხუთშაბათს, როდესაც პარლამენტს ჟურნალისუტური საქმიანობის განსახორციელებლად "ტვ პირველის" გამომძიებელმა ჟურნალისტმა საშვი თხოვა, ნატა ქაჯაიას განუცხადეს, რომ იქ ინტერვიუ ჩასაწერად ვეღარ შევიდოდა.