შვილმა გამაღვიძა, "დედა, მგონი დაბომბვა დაიწყოო" - ექსკლუზიური ინტერვიუ უკრაინელ მსახიობთან

20.03.22 12:30
შვილმა გამაღვიძა, "დედა, მგონი დაბომბვა დაიწყოო" - ექსკლუზიური ინტერვიუ უკრაინელ მსახიობთან

უკრაინის სახალხო არტისტი ოლგა კლუჩკიცა, რომელიც  ომს გამოექცა და ბათუმში იმყოფება, ომის სისასტიკეზე საუბრობს. კლუჩკიცა "პირველებთან" იხსენებს, როგორ გამოიარა დაბომბილი ქალაქები, ვიდრე საქართველოში ჩამოვიდოდა. 

დილით შვილმა გამაღვიძა, "დედა, მგონი დაბომბვა დაიწყოო. ვერ დავიჯერე, მთელი დღე მეგონა, რომ რეპეტიცია მაინც გვექნებოდა. შემდეგ კიევიდან 4 კილმეტრში, ახლობლების სახლში გავიხიზნეთ. თავიდან იქ სიწყნარე იყო, მაგრამ მერე იქაც ჯოჯოხეთი დაიწყო. ჩვენი სახლიდან 20 მეტრში 2 ბომბი ჩამოვარდა. შვილს სარდაფში დამავლას ვეხვეწებოდი. მან მითხრა, "დედა, სჯობს უცბად მოვკვდეთ, ვიდრე ორი-სამი დღის მერე ჩახერგილ სარდაფში ნელი სიკვდილითო. მერე როგორღაც პოლონეთს საზღვარზე ჩავაღწიეთ, იქიდან გერმანიაში ჩავედით და შემდეგ საქარტელოშ ჩამოვედით. საოცრად მადლიერი ვარ ქართველების, - ამბობს მსახიობი.