ომი ჯოჯოხეთია დედამიწაზე... რუსეთი არის ოკუპანტი! - მეუფე ნიკოლოზი
ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი მეუფე ნიკოლოზი რუსეთ-უკრაინის ომს ეხმიანება და მას ჯოჯოხეთს უწოდებს. სასულიერო პირი პირდაპირ ამბობს, რომ რუსეთი ოკუპანტია.
ზეციური და მიწიერი ეკლესია დღეს მთლიანად ლოცულობს იმისთვის, რომ დამთავრდეს ეს ომის ჯოჯოხეთი. ომი არის ნამდვილი ჯოჯოხეთი დედამიწაზე და ეს უნდა დასრულეს. ამისთის ვლოცულობ, პირველ რიგში, რომ დამყარდეს მშვიდობა. თქვეს თითონ უკრაინელებმა, რომ ყველაზე მეტად ვისაც შეუძლია ამის გაგება, სწორედ საქართველოა. ეს არ არის 2008 წლის ომი მარტო, როდესაც ჩენ განვიცადეთ ჩვენი მეზობელი რუსული ქვეყნისგან აგრესია და ოკუპაცია. საქართველოს ეკლესია ყოველთვის ამბობდა, დღესაც ამბობს და თქვენს თვალწინ გავიმეორებ, რუსეთ არის ოკუპანტი, - თქვა მეუფე ნიკოლოზმა.