ხმაური და დაპირისპირება ახალციხეში - "ალტ-ინფოს" ოფისთან ოპოზიციას კონტრაქციით დახვდნენ

20.03.22 15:50
ხმაური და დაპირისპირება ახალციხეში - "ალტ-ინფოს" ოფისთან ოპოზიციას კონტრაქციით დახვდნენ

ხმაური და დაპირისპირება ახალციხეში  - პრორუსული დაჯგუფების ოფისთან ოპოზიცია და სამოქალაქო აქტივისტები არიან შეკრებილები. მათ ადგილზე რუსული პროპაგანდისტული პარტიების არსებობა გააპროტესტეს.

"ალტ -ინფოს" ოფისთან მისულებს კონტრაქციით დახვდნენ. ადგილზე ვითარება იმდენჯერ დაიძაბა, რომ სამართალდამცავების გამოძახება გახდა საჭირო.