გუშინდელი ჰალსტუხიანი შეხვედრის შემდეგ ოპოზიცია რუსეთების ძახილით მოვიდა - შალვა პაპუაშვილი

02.03.21 11:45
 გუშინდელი ჰალსტუხიანი შეხვედრის შემდეგ ოპოზიცია რუსეთების ძახილით მოვიდა - შალვა პაპუაშვილი

"ქართული ოცნების" დეპუტატი შალვა პაპუაშვილი პარლამენტთან გამართულ მშვიდობიან პროტესტს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

 

"გუშინდელი ჰალსტუხიანი შეხვედრის და მოლაპარაკებებისთვის სიტყვით მუდამ მზაობის შემდეგ, ჩვენმა ოპოზიციამ გადაწყვიტა პარლამენტთან დიალოგზე მოსვლა...საყვირებით. რუსეთების ძახილით", - წერს პაპუაშვილი.

შეგახსენებთ, პარლამენტის პიკეტირება დღეს დილის 9 საათზე დაიწყო. ადგილზე რამდენჯერმე მოხდა დაპირისპირება აქტივისტებსა და პოლიციას შორის. დაკავებულია აქციის 7 მონაწილე.

 

 

 

მსგავსი სიახლეები