ექვსი პიჯაკისა და ერთი ქაშმირის პალტოს საქმე - სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის პროცესი გაიმართება

21.03.22 11:53
ექვსი პიჯაკისა და ერთი ქაშმირის პალტოს საქმე - სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის პროცესი გაიმართება

ექვსი პიჯაკისა და ერთი ქაშმირის პალტოს საქმე -  ერთ საათში საქალაქო სასამარლოში პროცესი იწყება.  დაპატიმრებული პრეზიდენტი  უკვე  გზაშია და რუსთავიდან თბილისის საქალაქო სასამართლოში მიჰყავთ. დღევანდელ პროცესზე მიხეილ სააკაშვილი საზოგადოებას ტრადიციულად სიტყვით მიმართავს. 

აღნიშნულ  საქმეზე სასამართლო დაცვის მხარის მტკიცებლებების გამოკვლევაზეა გადასული. განაჩენის გამოცხადებისთვის მოსამართლეს მაქსიმუმ ოთხი თვე აქვს.

სააკაშვილთან ერთად პიჯაკების საქმის კიდევ ერთი ბრალდებული  სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი თემურ ჯანაშიაა.

პროცესის პარალელურად, საქალქო სასამართლოს ეზოში საპროტესტო აქციაა დაგეგმილი.