"ოცნება" პრეზიდენტის ინსტიტუტის წინააღმდეგ - პარლამენტს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ ორგანულ კანონში ცვლილებები შეაქვს

21.03.22 11:53
"ოცნება" პრეზიდენტის ინსტიტუტის წინააღმდეგ - პარლამენტს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ ორგანულ კანონში ცვლილებები შეაქვს

მმართველი პარტია პრეზიდენტის ინსტიტუტის წინააღმდეგ? -  ქართული ოცნების პარლამენტს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ ორგანულ კანონში ცვლილებები შეაქვს, რაც კობახიძე- ღარიბაშვილის მთავრობას, შესაძლებლობას მისცეს, იმპიჩმენტის პროცედურის გარეშე, ქვეყნის პირველი პირის მიმართ დავა წამოიწყოს.

პოლიტიკოსები ღიად ამბობენ, რომ ეს პოლიტიკური ანგარიშსწორებაა სალომე ზურაბიშვილზე, რომელიც ოცნების ლიდერების აკრძალვებს არ ემორჩილება და ევროპაში სტრატეგიულ პარტნიორებთან შეხვედრებს მართავს.  

საპირისპიროს ამტკიცებენ ქართულ ოცნებაში: 

პრეზიდენტის მხროდან, მისი პირადი გადაწყვეტილებით, გამართული ღონისძიებები არანაირად არ არის იმ ჭრილში რაზეც კითხვა დაისვა - ეს საკონსტიტუციო ცვლილებები ამას უკავშირდება თუ არა. ეს სულ სხვა კითხვაა. ზუსტად მაშინ, როცა მთავრობამ განბაცხადა იმის თაობაზე, რომ აპირებდა საკონსტიტუციო სარჩელით მიემართა საკონსტიტციო სასამართლოსთვის,  იმევე დღეს მოხდა ამ ცვლილებების დაინიცირბა, სწორედ იმიტომ რომ გაჩნდა კონკრეტული შემთხვევა, როცა საჭირო იყო, კონსტიტუციის ნორმასთან შესაბამისი ორგანული კანონის ნორმების მოყვანა და სწორედ ამიტომ გადაიდგა ეს ნაბიჯი"- აცხადებს გივი მიქანაძე.