მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური პროგნოზი - "ხელისუფლება თვენახევარში შეიცვლება"

21.03.22 12:59
მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური პროგნოზი - "ხელისუფლება თვენახევარში შეიცვლება"

მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური პროგნოზი - საქართველოს მესამე პრეზიდენტი ამბობს, რომ თვენახევარში ხელისუფლება შეიცვლება!  როგორც სააკაშვილმა ე.წ. პიჯაკების საქმის განხილვისას, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, მართვის სადავეებს ეროვნული თანხმობის მთავრობა გადაიბარებს, წლის ბოლომდე კი ვადამდელი არჩევნები ცატარდება.

თუ ჩვენ აქტიურები ვიქნებით, ამ ხელისუფლებას, ამ ფორმით, დარჩა მაქსიმუმ თვენახევარი. საუბარი იმაზე, რომ ხელისუფლებას რაღაც უნდა ვაიძულოთ, ეს არის თავ-გზის აბნევა. ვერავის ვერაფერს ვაიძულებთ. როგორც პუტინს ვერ ვაიძულებთ, რამე გავაკეთებინოთ, პუტინის გაგრძელებას ჩვენ ვერ ვაიძულებთ... ვის უნდა ვაიძულოთ, პუტინს?

ეს ხელისუფლება წავა მიუსავლეთში ამ გაზაფხულზე. ამის შემდეგ უნდა შეიქმნას ეროვნული თანხმობის მთავრობა, მასში შეიძლება შევიდნენ ქართული ოცნების წარმომადგენლებიც, რის შემდეგაც უნდა ჩატარდეს თავისუფალი არჩევნები. იმიტომ, რომ ჩვენი ვალია, როცა რუსეთი იქნება ჩამოშლილი, ჩვენ ამას წელში გამართული დავხვდეთ, მომზადებულები. ის მომენტი, რომელიც დავით აღმაშენებელს დაუდგა დიდგორის ომის დროს, ჩვენ არ გავუშვათ". - თქვა მიხეილ სააკაშვილმა. 

მისივე განცხადებით, ხელისუფლება ამზადებს საქართველოს გადაცემას რუსეთისთვის. წინა სასამართლოს მსგავსად, სააკაშვილმა აღნიშნა, რომ მზადდება პროვოკაცია ოკუპირებული ტერიტორიების გასწვრივ, რის შემდეგაც რუსეთი მოგვთხოვს ნეიტრალიტეტს.