ხალხი, რომლებიც თანამდებობაზე დავნიშნე, საერთოდ არ მახსენებს, ვითომ არ ვარსებობ - სააკაშვილი

21.03.22 13:25
ხალხი, რომლებიც თანამდებობაზე დავნიშნე, საერთოდ არ მახსენებს, ვითომ არ ვარსებობ -  სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილის საყვედური განსასჯელის სკამიდან - საქართველოს მესამე პრეზიდენტი ამბობს, რომ ის პოლიტიკოსები, რომლებიც დააწინაურა, დღეს მის სახელსაც კი არ ახსენებენ. 

არ მწყინს, როდესაც, ის ხალხი, რომლებიც მელიტოკრატიის გამო, (არც ჩემი ნაცნობი და არც ახლობელი იყო), დავაწინაურე, თანამდებობაზე დავნიშნე, ტელევიზორში გამოდის და არც კი მახსენებს, ვითომ არც ვარსებობ. არ მწყინს, ასეთია ცხოვრება. მიხარია, როცა მრავალრიცხოვანი მიტინგი იმართება, იქ შეიძლება ყოველთვის იყოს 50-100 კაცი, ვისაც ამ მიტინგზე ხსენება, არ სიამოვნებს, მაგრამ ის რომ მიტინგი  იკრიბება, ეს 2008 წლის დამსახურებაა. ეს არის იმ რეფორმების დამსახურება, ეს არის იმ მიშას თაობა, რომელიც თავისუფალი ლაღი და განსაკურებულია"- თქვა სააკაშვილმა.