მიხეილ სააკაშვილის ინფორმაციით, უკრაინაში მისი პირადი დაცვის ოფიცერი დაჭრეს

21.03.22 13:39
მიხეილ სააკაშვილის ინფორმაციით, უკრაინაში მისი პირადი დაცვის ოფიცერი დაჭრეს

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, უკრაინაში დაღუპული ქართველი სამხედროების ოჯახებს მიუსამძიმრა. სააკაშვილი ამბობს, რომ სამივე მათგან იცნობდა. 

პრეზიდენტის განცხადებით, ბახვა ჩიქობავას საკუთარი ქვეყანა სისხლის სამართლის დამნაშავედ აცხადებდა. 

"სამივე მათგანს ვიცნობდი, განსაკუთრებით, ბახვა ჩიქობავას, რომელიც ჩემთან სახლში არაერთხელაა ნამყოფი. კიევში განსაკუთრებით. ჩემი ახლო მეგობარი, ჩემი პირადი დაცვის ოფიცერი, გიორგი ყუფარაშვილი დაჭრილი ყოფილა, ის იცავს მარიუპოლს. ამ ყველა ადამიანს ჰქონდა ამ პროკურატურის მიერ, ბახვა ჩიქობავას თუნდაც, საბრალდებო დასკვნა და ის დღეს აქ უნდა იჯდეს ციხეში, სადაც მე ვზივარ. მან ამჯობინა მტერთან ბრძოლაში სიკვდილი და გმირად შესვლა ისტორიაში. ივანიშვილის პროკურატურამ ეს კაცი გამოაცხადა სისხლის სამართლის დამნაშავედ, თფუი, იმ ქვეყანას, სადაც ბახვა ჩიქობავას აცხადებენ სისხლის სამართლის დამნაშავედ, სირცხვილი იმ ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებიც ხმას არ იღებენ, იმისათვის, რომ მათ გმირებს აცხადებენ კრიმინალებად, მაშინ, როცა კრიმინალები ბაირამობენ წყნარად ქუჩაში და რუსეთის დროშებს აფრიალებენ", - თქვა მიხეილ სააკაშვილმა. 

ბახვა ჩიქობავა ოკუპანტებმა 19 მარტს მარიუპოლის დაცვის დროს მოკლეს. აფხაზეთისა და აგვისტოს ომის მონაწილე, უკრაინაში, აზოვის ბატალიონში ირიცხებოდა.