ღარიბაშვილის იძულებითი სამძიმარი - პრემიერი ოთხდღიანი დუმილის შემდეგ გამოჩნდა

21.03.22 14:20
ღარიბაშვილის იძულებითი სამძიმარი - პრემიერი ოთხდღიანი დუმილის შემდეგ გამოჩნდა

პრემიერი იძულებული გახდა, უკრაინაში გარდაცვლილი ქართველი მეომრების ოჯახებისთვის სამძიმარი გამოეცხადებინა. 4 დღიანი დუმილის შემდეგ ღარიბაშვილმა მედიას მიმართა, რომ "გარდაცვლილი ბიჭებით ნუ გააგრძელებენ სპეკულაციას". 

"ტვ პირველის" ჟურნალისტის შეკითხვის საპასუხოდ, რატომ არ მიუსამძიმრა ამ დრომდე უკრაინაში დაღუპული ქართველი ჯარისკაცების ოჯახებს, ღარიბაშვილი ამბობს, რომ დღეს მიეცა პოზიციის გამოხატვის შესაძლებლობა. 

მინდა, კიდევ ერთხელ გამოვეხმაურო რუსეთის აგრესიას უკრაინაში. რა თქმა უნდა, ეს კიდევ ერთხელ უნდა დავგმოთ ჩვენ ყველამ ერთად. საერთაშორისო თანამეგობრობამ, მთელმა მსოფლიომ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი იმისთვის, რომ რაც შეიძლება მალე დასრულდეს ომი.

მინდა ჩემი სამძიმარი გამოვუცხადო საქართველოს მოქალაქეების ოჯახებს. სამი ყოფილი სამხედრო გარდაიცვალა ამ ომის დროს. ჩემი ინფორმაციით, ზოგიერთი მათგანი იბრძოდა ჯერ კიდევ აფხაზეთის ომში, ასევე აგვისტოს ომში.  სახელმწიფომ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ მოხდეს მათი გადმოსვენება საქართველოში". - განაცხადა რარიბაშვიულმა ჟურნალისტის არაერთი შეკითხვის შემდეგ.

კითხვბაზე აპირებს თუ არა მთავრობა გარდაცვლილი მერძოლებისთვის გმირის წოდების მინიჭებას, ღარიბაშვილმა უპასუხა, რომ ამას შეასბამისი სამსახურები განიხილავენ: 

 ეროვნული გმირის წოდების მინიჭების საკითხებს შესაბამისის სამსახურები განიხილავენ, მოგიწოდებთ,  გარდაცვლილი ბიჭების სიკვდილით ნუ გააგრძელებთ სპეკულირებას, ეს არის ცუდი საქციელი, ეს იწვევს შუღლს, საზოგადოების დაყოფას, მოქალაქეების დაძაბვას"- დასძინა ღარიბაშვილმა.