უკრაინელ ლტოლვილებს საქართველოში არ უშვებენ, საჭმლის მიყიდვაზეც უარს ეუბნებიან
უკრაინელ ლტოლვილებს საქართველოში შემოშვებაზე უარი განუცხადეს. რუსეთის გენოციდს გამოქცეული 2 უკრაინული ოჯახი, რომელის შემადგენლობაში მცირეწლოვანი ბავშვებიც არიან, 2 დღეა, ღამეს საქართველო-სომხეთის საზღვრის ნეიტრალურ ტერიტორიაზე ათენებს. მესაზღვრეები არ აკონკრეტებენ, რა მიზეზების გამო არ უშვებენ ლტოლვილებს ქვეყანაში.
ოჯახის ინფორმაციით, მათი მეორე არასრულწლოვანი შვილი უკრაინიდან მოხვდა გერმანიაში ლტოლვილთა ბანაკში. ისინი ჩამოვიდნენ საქართველოში, რათა აქედან გაემგზავრონ არასრულწლოვან შვილთან გერმანიაში.
საქართველოს სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე საჭმლის და წყლის მიყიდვაზე მათ უარს საქართველოში შესვლის ნებართვის არ ქონის გამო ეუბნებიან.
ოჯახი იძულებულია, ღამეს გარეთ გათენოს. უკრაინიდან ლტოლვილი ოჯახები დახმარებისთვის საქართველოს მთავრობას მიმართავენ.