პრემიერი სოლიდარობის აქციას "ანტისახელმწიფოებრივს" და მართულს უწოდებს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი უკრაინის მხარდამჭერ აქციას, რომელიც თბილისსა და რეგიონებში იმართებოდა, "მოღალატეობრივი პოლიტიკის" გაგრძელებას უწოდებს.
მეტიც ღარიბაშვილის მტკიცებით, აქციებს "იმ ძალების მიერ იყო ორგანიზებული, რომლებიც წლებია უკვე ატარებენ ანტიეროვნულ პოლიტიკას".
რუსეთ-უკრაინის ომის დროს, მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში არ გამართულა საპროტესტო აქციები და არ მოუთხოვიათ მთავრობის გადადგომა. მითუმეტეს, ჩვენი სიტუაცია არის განსაკუთრებული და უნიკალური. ჩვენ ვართ ოკუპირებული, ჩვენი ქვეყნის 20% არის ოკუპირებული და რუსის ჯარი დგას ჩვენს ტერიტორიაზე. ჩვენ ვცხოვრობთ რუსულ ჯართან ერთად. ამ დროს, ამ ვითარებაში, როდესაც სიტუაცია ძალიან არაპროგნოზირებადი და მოწყლადი, მთელი რეგიონის და ევროპის მასშტაბით, რა თქმა უნდა, სრულად მიუღებელი და გაუგებარი იყო ის ანტისახელწიფოებრივი აქციები, რომლებიც იმართებოდა. მე უნდა ვთქვა, რომ ჩემთვის, როგორც მოქალაქისთვის აღნიშნული აბსოლუტურად მიუღებელია. უნდა ვთქვათ, რომ ეს იმ ძალების მიერ იყო ორგანიზებული, რომლებიც წლებია უკვე ატარებენ ანტიეროვნულ პოლიტიკას, ეს არის მოღალატეობრივი პოლიტიკა, ეს არის მეხუთე კოლონა და ეს არის შულავერის კომიტეტი, რომელიც საქართველოში მოქმედებს. ჩვენ ამას არ დავუშვებთ და ჩვენი მოსახლეობის ინტერესს დავიცავთ ბოლომდე"- თქვა მან.
უკრაინის მხარდამჭერ აქციებზე ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომა მას შემდეგ მოითხოვეს, რაც პრემიერმინისტრმა თქვა, რომ "ომი უკრაინაში მიმდინარეობს", საქართველოს კი საფრთხე არ ემუქრება. მთავრობის მეთაურმა ქართველ მოხალისეები უკრაინის ომში საბრძოლველად არ გაუშვა. არ შეუერთდდა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს.