გიორგი ვაშაძე უშიშროების საბჭოს გაფართოებული სხდომის მოწვევას ითხოვს

21.03.22 15:54
გიორგი ვაშაძე უშიშროების საბჭოს გაფართოებული სხდომის მოწვევას ითხოვს

გიორგი ვაშაძე ღარიბაშვილსა და კობახიძეს მიმართავს. სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი უშიშროების საბჭოს გაფართოებულ სხდომას ითხოვს, სადაც მონაწილეობას ოპოზიციამაც უნდა მიიღოს. 

გიორგი ვაშაძე ითხოვს, რომ უშიშროების საბჭომ 3 მიმართულებით იმუშავოს:

მივმართავ ბატონ ღარიბაშვილს და კობახიძეს, გამოვდივართ ინიციატივით, შეიქმნას ეროვნული უშიშროების საბჭოს გაფართოებული ფორმატი, სადაც შეყვანილი იქნება ოპოზიციური ჯგუფებიც, ამ შემთხვევაში, საპარლამენტო ოპოზიცია, და ვიმუშავებთ 3 მიმართულებით. 

პირველი- მშვიდობის უზრუნველყოფა ქვეყანაში. 

მეორე-ევროკავშირში დაჩქარებული გაწევრიანება. 

მესამე- საქართველოს ენერგეტიკული და ეკონომიკური უსაფრთხოება. - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.