"დათა თუთაშხიას ჰქონდა კონსპირაციული წესი - არისტოვიჩი ჭაბუა ამირეჯიბს ციტირებს
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველი, ალექსეი არესტოვიჩი, ქართველ კლასიკოსს, ჭაბუა ამირეჯიბს, ციტირებს. არესტოვიჩმა რუსული თავდასხმის შედეგებზე საუბრისას "დათა თუთაშხიადან" ნაწყვეტი მოიყვანა.
მან მოსახლეობას მოუწოდა, დაბომბილი ქალაქების ამსახველი ფოტოები ოპერატიულად არ გამოაქვეყნონ, რადგან ამით მტერს ამოცანებს უმარტივებენ:
იყო ქართულ ეპოსის ძალიან ცნობილი ლიტერატურული გმირი, რომელიც ეწინააღმდეგებოდა დაწყევლილ ცარიზმს. მას დათა თუთაშხიას ეძახდნენ. თავის დროზე კარგი სერიალიც იყო.
დათა თუთაშხიას ჰქონდა კონსპირაციული წესი - თუ დაგინიშნეს შეხვედრა, მიდი ან ერთი დღით ადრე, ან ერთი დღით გვიან. ერთი დღით გვიან ყოველთვის დარჩები ცოცხალი. ზუსტად ეს წესი უნდა გამოვიყენოთ ჩვენს პოზიციებთან, თუ რუსების მიერ ჩვენი ქალაქების, პოზიციების დაბომბვის შედეგებთან დაკავშირებით.
მესმის, რომ ყველას უნდა, გადაიღოს ფოტო და თქვას, ნახეთ, დაეცა, აფეთქდა, ღმერთო, რა საშინელებაა, მაგრამ ამით მოწინააღმდეგეს საქმეს უმარტივებთ", - განაცხადა არესტოვიჩმა.