რატომ არ უშვებენ უკრაინიდან ლტოლვილებს საქართველოში - სასაზღვრო პუნქტში განმარტებას არ აკეთებენ

21.03.22 17:30
რატომ არ უშვებენ უკრაინიდან ლტოლვილებს საქართველოში - სასაზღვრო პუნქტში განმარტებას არ აკეთებენ

სადახლოს გამშვებ პუნქტის თანამშრომლები  არ პასუხობენ ,,ტვ პირველის" შეკითხვას, თუ რატომ არ უშვებენ საქართველოში უკრაინიდან ლტოლვილ ავდეიანების ოჯახს. მესაზღვრეები ,,პირველებს" პრესსამსახურთან ამისამართებენ.

უკვე 2 დღეა, სადახლოში, საქართველო-სომხეთის საზღვრის ნეიტრალურ ტერიტორიაზე, უკრაინიდან წამოსული ავდეიანების ოჯახი, რომელთა შორისაც მცირეწლოვანი ბავშვები და მოხუცები არიან, ღამეს ღია ცის ქვეშ, საკვებისა და წყლის გარეშე, ათევს. ირკვევა, რომ ომის გამო სამშობლოდან იძულებით წამოსულ ადამიანებს ქართველი მესაზღვრეები პასპორტში უკრაინულ შტამპს სთხოვენ.

უკრაინის მოქალაქე ,,პირველებს" უყვება, რომ უკრაინული კანონმდებლობის მიხედვით, მათ უფლება აქვთ, პასპორტში შტამპი არ ჰქონდეთ, თუმცა ქართველი მესაზღვრეები ან ინფორმაციას არ იზიარებენ.

უკვე 2 დღეა, სრულიად უმიზეზოდ, ბავშვებთან და მოხუცებთან ერთად ვდგავართ აქ. ჩვენ უკრაინის მოქალაქეები ვართ და გვთხოვენ, რომ პასპორტში მქონდეს უკრაინიდან გადმოსვლის შტამპი. მე მათ ვუხსნი, რომ უკრაინის მოქალაქეებისთვის პასპორტში ამ შტამპის ჩარტყმა სავალდებულო არ არის. ცვლის უფროსს ვუჩვენე ოფიციალური განმარტებაც, მაგრამ არ შემოგვიშვეს საქართველოს ტერიტორიაზე. - აცხადებს გერმან ავდალიანი.