უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი სამხედრო დაიჭრა - სად არის და რა მდგომარეობაშია მებრძოლი

21.03.22 16:58
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი სამხედრო დაიჭრა - სად არის და რა მდგომარეობაშია მებრძოლი

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი სამხედრო დაიჭრა - გიორგი ქუფარაშვილი მარიუპოლშია, რომელიც რუს ოკუპანტებს ბლოკირებული აქვთ. 

გიორგი ქუფარაშვილთან ბოლო საათებია კავშირზე გასვლა ვერ ხერხდება, რადგან  პუტინის დანაყოფებმა ანძები ააფეთქეს და კომუნიკაციის დამყარება გართულებულია. ქუფარაშვილი გამოცდილი მებრძოლია, ის წლების განმავლობში კოჯრის სპეც დანიშნულების რაზმში მსახურობდა.