"უკრაინის საჰაერო თავდაცვის განახლების გადაუდებელი აუცილებლობა" - განცხადებას საქართველოც აწერს ხელს
უკრაინის რადას თავმჯდომარის ინფორმაციით, 13-მა ქვეყანამ, რომელთა შორის საქართველოცაა ხელი მოაწერა განცხადებას უკრაინის საჰაერო თავდაცვის განახლების გადაუდებელ აუცილებლობაზე.
სტეფანჩუკმა ხელმომწერებს მხარდაჭრისთვის მადლობა გადაუხადა.
"დღეს ჩეხეთმა, ესტონეთმა, პოლონეთმა საფრანგეთმა, საქართველომ, გერმანიამ, ირლანდიამ, ლატვიამ, ლიეტუვამ, ნიდერლანდებმა შვედეთმა, დიდმა ბრიტანეთმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ხელი მოაწერეს ერთობლივ განცხადებას "უკრაინის საჰაერო თავდაცვის განახლების გადაუდებელი აუცილებლობის შესახებ". გულწრფელად მადლობელი ვართ მხარდაჭერისთვის ამ რთულ დროს" - დაწერა რადას თავმჯდომარემ.