გაფეტიშებულია, ყველგან არ შეიძლება ასე გამოფენა - რას ამბობს ქალი, რომელმაც უკრაინის დროშა ჩამოხია
უკრაინის დროშა გაფეტიშებულია, ყველგან არ შეიძლება ასე გამოფენა - ასე პასუხობს "ტვ პირველის" კითხვას ქალი, რომელმაც ლიფტში გაკრული უკრაინის დროშა ჩამოხია.
მარიამ ელიოზიშვილი ირწმუნება, რომ დროშა ინსტიქტურად ჩამოხია.
პუტინისტი არ ვარ, არ იყო სწორი საქციელი, ბოდიშს ვუხდი საზოგადოებას, მაგრამ მე არ ვარ სახელმწიფოს მტერი. იმიტომ ჩამოვხსენი, რომ ყველგან არის გაფეტიშებული. ჩუსტებზე ეხატათ დროშა და ეს შეურაცხყოფად მიმაჩნია. დროშის ყველგან გამოკვრა არ შეიძლება. წმინდაა და პატივი უნდა სცე"- ამბობს მოქალაქე.
"პირველებმა" გაარკვია, ვინ გაავრცელა კადრები სოციალურ ქსელში - ეს ნათია მიქელაძეა. ვიდეოს ავტორი აცხადებს, რომ ელიოზიშვილმა ომში მყოფი ქვეყნის ეროვნული სიმბოლიკა რუსების საამებლად ჩამოხია.