დღეს ამ სახედარმა ზელენსკის აქციას ანტისახელმწიფოებრივი უწოდა - მიხეილ სააკაშვილი ღარიბაშვილზე
მიხეილ სააკაშვილი საქართველოს პრემიერს იმ განცხადების გამო აკრიტიკებს, რომელშიც ღარიბაშვილმა უკრაინის პრეზიდენტის მხარდამჭერ აქციას ,,ანტისახელმწიფოებრივი" უწოდა.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მოსახლეობას მოუწოდებს, ქუჩაში გამოვიდეს და პროტესტი დააფიქსიროს.
ვინაა ლაჩარი, კარგად ჩანს. ისე ეშინიათ ხალხის ქუჩაში გამოსვლის, არ უნდა გავუცრუოთ იმედები.
დღეს, ამ სახედარმა აქციას, რომელზეც ზელენსკი გამოვიდა, "ანტისახელმწიფოებრივი" უწოდა. - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.