კიევი მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში ექსტრადირებას ითხოვს
უკრაინის ხელისუფლება ,,ქართულ ოცნებას" სააკაშვილის კიევში ეტაპირებას სთხოვს. ინფორმაციას უკრაინაში მიხეილ სააკაშვილის ოფისის ხელმძღვანელი ავრცელებს.
მარია ბარაბაშის მტკიცებით, შესაბამისი წერილი ,,ქართული ოცნების" დეპუტატებმა ვოლოდიმირ ზელენსკის პარტიის, ,,ხალხის მსახურის", თავმჯდომარისგან უკვე მიიღეს.
ელენე შულიაკმა, რომელიც არის ზელენსკის პარტიის თავმჯდომარე, წერილი უკვე გამოაგზავნა საქართველოში, რომ მიხეილ სააკაშვილმა დაუყონებლივ დატოვოს საქართველო და დაბრუნდეს უკრაინაში, რადგანაც მას აქვს დიდი საბრძოლო გამოცდილება ოკუპანტ ქვეყანასთან 2008 წელს, რომელიც ახლა უკრაინის სახელმწიფოს გამოადგება. ეს განცხადება დღეს ყველა ქართველ პარლამენტარს გავუგზავნე. დღეს დაგეგმილი მაქვს, რომ მათ ტელეფონით დავუკავშირდე. - ამბობს ბარაბაში.
,,ტვ პირველი" აღნიშნულ წერილთან დაკავშირებით უმრავლესობის დეპუტატს, არჩილ თალაკვაძეს, დაუკავშირდა, რომელიც აცხადებს, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაცია არ გაჩნია. რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში ექსდრადირების საკითხს, თალაკვაძე ამბობს, რომ ექსპრეზიდენტი დარჩება საქართველოში, სადაც სასჯელს მოიხდის.
სააკაშვილი დარჩება საქართველოში, ის ქართულ მართლმსაჯულებას ვერ გაექცევა, რაც შეეხება წერილს, ის არ მიმიღია- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.