"ოცნებამ" საქმე თაროდან ჩამოიღო - ხაბეიშვილი ზარქუას ცემის საქმეზე სასამართლოში დაიბარეს
თბილისის საქალაქო სასამართლოში ,,ნაცმოძრაობის" პოლიტსაბჭოს წევრის, ლევან ხაბეიშვილის პროცესი დაიწყო. ,,ოცნების" დეპუტატის, ირაკლი ზარქუას ცემას ედავებიან. შემთხვევა 2 წლის წინ მოხდა.
დეპუტატებს შორის მომხდარი გარჩევის საქმე წლების განმავლობაში სასამართლოს თაროზე ჰქონდა შემოდებული, თუმცა განხილვა მოულოდნელად დაიწყო.
ირაკლი ზარქუა აცხადებს, რომ პრეტენზიები ხაბეიშვილის მიმართ არ გააჩნია და მზად არის ,,ენმ"-ს მისი ამნისტიის პროცედურებზე.
ლევან ხაბეიშვილი კი აცხადებს, რომ ამნისტიას არ დათანხმდება, რადგან სურს, რომ საზოგადოებამ ჭეშმარიტება გაიგოს.
რუსული პარტია საქართველოში აგრძელებს პოლიტიკურ დევნას. ანუ, როცა კორუფციაში ვამხელ, ქურდობაში, ყაჩაღობაში ვამხელ, ზარქუას მართლა კი არ ეტკინა რამე, ნეკნები და ზურგი მეტკინაო, რომ ტირის და მოთქვამს, ახლა ორი წლის თავზე თქვა, თურმე, პრეტენზია არ ჰქონია.
რა პრეტენზია უნდა ჰქონდეს ზარქუას ჩემთან, როცა თავს აქეთ დამესხნენე, ხომ? ანუ მათ ფიზიკურად კი არ სტკივათ, ზოგადად სტკივათ, როცა მე ვამხელ ამ ადამიანებს. ცხადია, ამ ტკივილის სიხარულს ვერ შევუმსუბუქებ, ხშირად ვატკენ! - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.