თავდასხმა "ფორმულას" თანამშრომლებზე - აშშ-ის საელჩოს განცხადება

09.04.21 17:28
თავდასხმა "ფორმულას" თანამშრომლებზე -  აშშ-ის საელჩოს განცხადება

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო გმობს ტელეკომპანია ფორმულას თანამშრომლებზე გუშინ განხორციელებულ თავდასხმისა და ვანდალიზმის ფაქტს - ამის შესახებ განცხადება ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ გაავრცელა. საელჩოს განცხადებაში აღნიშნულია, რომ ჟურნალისტებს თავიანთი საქმიანობის უსაფრთხოდ განხორციელების საშუალება უნდა ჰქონდეთ.

 მოვუწოდებთ ხელისუფლებას, ჩაატაროს ამ შემთხვევების სწრაფი, სრულყოფილი და მიუკერძოებელი გამოძიება. თავდასხმა ჟურნალისტებზე მიუღებელია. დემოკრატიულ სახელმწიფოებში ჟურნალისტებს უნდა ჰქონდეთ თავისუფლება და შეეძლოთ საქმიანობის უსაფრთხოდ განხორციელება. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ მათ შესძლონ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულება საზოგადოების ინფორმირების, სახელმწიფო ინსტიტუციებისა და მთავრობის ანგარიშვალდებულების უზრუნველსაყოფად -ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

ტელეკომპანია ,,ფორმულა" თანამშრომლებზე თავდასხმა დღეს განხორციელდა,  ერთი მძღოლი ნაცემია, მეორეს კი მანქანის საქარე მინა ჩაუმსხვრიეს.

 

 

 

 

მსგავსი სიახლეები