სამხედრო ნეიტრალიტეტის საკითხი - "ოცნების" ექსპერტების მესიჯბოქსს ხელისუფლება ოპოზიციას აბრალებს
აპირებს თუ არა საქართველოს ხელისუფლება სამხედრო ნეიტრალიტეტის შესახებ აზრის მოსინჯვას - ბოლო 2 დღეა მთავრობისადმი ლოიალურად განწყობილი ექსპერტები იდენტური შინაარსის მესიჯბოქსს ავრცელებენ. თამთა მეგრელიშვილი, ადნრია გვიდიანი, ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში უკრაინის პრეზიდენტის ციტატას აზიარებენ, სადაც ის ამბობს, რომ ნატომ უკრაინას ალიანსში გაწევრიანებაზე უარი უთხრა. ექსპერტები აღნიშნულთან დაკავშირებით იდენტურ კითხვას სვამენ "რა მიიღო ომში მყოფმა უკრაინამ ამ ყველაფრიდან".
ოპოზიცის თთქმით, ექპერტების ორკესტრირებული კამპანია კობახიძე-ღარიბაშვილის სახიფათო თამაშს ჰგავს, რაც საბოლოოდ შესაძლოა, ქვეყნის ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციაზე უარის თქმით უნდა დასრულდეს.
რაც შეეხება ხელისუფლებას, მმართველის პარტიის წევრები "პირველების" შეკითხვას ან არ პასუხობენ, ან ამბობენ, რომ თემა ოპოზიციის შეგდებულია.
"ქართული ოცნების" ექსპერტები კი არ აზიარებენ ამას, ამაზე საუბარი დაიწყო მიხეილ სააკაშვილმა და მერე აჰყვა მისი მედია. მიხეილ სააკაშვილმა დაიწყო ეს კამპანია. ეს არის მტრული კამპანია, - ამბობს ნიკოლოზ სამხარაძე.
სახელისუფლებიო გუნდის წარმომადგენელი ბექა დავითულიანი ირწმუნება, რო მ საქართველოს ნეიტრალიტეტსი საკიტხი დღის წესრიგში არ დგას და ამ თემი აქტუალიზებას ოპოზიცია ხელოვნურად ცდილობს.
ნეიტრალიტეტის საკითხი დღის წესრიგში არ დგას საერთოდ და ვინც ამ თემის ხელოვნურად აქტუალიზებას ცდილობს, ის დღეს აზიანებს საქართველოს ინტერესებს. ამ თემის აქტუალიზებას, როგორც ჩვენ ვხედავთ, ცდილობენ გარკვეული ოპოზიციური ჯგუფები და მათი მედიასაშუალებები, - ამბობს დავითულიანი.