,,ოცნება" თვითიზოლიაციაში გადადის - ხელისუფლება ოპოზიციის ინიციატივების განხილვაზე უარს ამბობს

22.03.22 15:13
,,ოცნება" თვითიზოლიაციაში გადადის - ხელისუფლება ოპოზიციის ინიციატივების განხილვაზე უარს ამბობს

,,ქართული ოცნება" თვითიზოლიაციაში გადადის. მმართველი პარტია ოპოზიციის ინიციატივების განხილვაზე უარს ამბობს.

ფრაქცია ,,ქართული ოცნების" თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე, ამტკიცებს, რომ ოპოზიცია თავისი ინიციტივებით ცდილობს, ჩაითრიოს ქვეყნა ომში, ამიტომ არაფერს აღარ მოისმინენ და აღარც განიხილავენ,  რაც კი ომსა და საგარეო პოლიტიკას ეხება.

"ომის პარტია" ეს ნაცმოძრაობის ახალი ეპითეტია, რომელიც ოლიგარქის პოლიტიკურმა გუნდმა მოიფიქრა.

ომის პარტიის მოღალატეობრივი და ანტისახელმწიფოებრივი ქმედებებიდან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ არ განვიხილოთ ომის პარტიის, ასევე მისი დანაყოფების არც ერთი ინიციატივა. 

მათი მიზანია, საქართველო ჩაითრიონ ომში, გაზარდონ სამომავლო რისკები, ან უკიდურესი ზიანი მიაყენონ ქვეყნის იმიჯს.

საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებულ არც ერთ მათ ინიციატივას არ განვიხილავთ. ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა. - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.