არავინ ეკითხება რომელიღაც პარტიის წევრს, რა ინიციატივით შემოვა ოპოზიცია - რომან გოცირიძე მდინარაძეს
,,რუსული პარტია აკეთებს რუსულ განცხადებებს" - ,,ქართული ოცნების" ბრალდებებს, რომლის მიხედვითაც ოპოზიციას საქართველო ომისკენ მიჰყავს, ოპონენტები პასუხობენ.
ოპოზიცია ურჩევს ხელისუფლებას, უშინაარსო ბრიფინგების გამართვის ნაცვლად იმაზე იზრუნოს, რომ უკრაინას სათანადო დახმარება გაუწიონ.
ეს არის კონსტიტუციის უხეში დარღვევა. არავინ ეკითხება რომელიღაც პარტიის, თუ პარლამენტის წევრს, რა ინიციატივებით შემოვა პარლამენტში ოპოზიცია. ბევრი ინიციატივა იქნება და ეს ყველაფერი უზრუნველყოფილია კანონით და კონსტიტუციით და არა რომელიღაცა პრორუსული პარტიის სურვილით.
ეს ინიციატივები ხშირ შემთხვევაში აიძულებს ხელისუფლებას, გადადგას სწორი ნაბიჯები - განაცხადა ენმ-ს წევრმა, რომან გოცირიძემ.