პოლიციამ ქობულეთში ,,ალტ ინფოს" წინააღმდეგ გამართულ აქციაზე რამდენიმე პირი დააკავა
დაკავებების სერია აჭარაში. ქობულეთში, პრორუსული, ძალადობრივი ორგანიზაციის გაუქმების მოთხოვნით მიმდინარე აქციის მონაწილეებს თავს სავარაუდოდ ,,ალტ ინფოს" წევრები დაესხნენ. სამართალდამცველებმა კონფლიქტში მონაწილე რამდენიმე პირი დააკავეს და უახლოეს პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს.
ძალადობრივი დაჯგუფება ,,ალტ ინფოს" წინააღმდეგ ქობულეთში ხალხი ქუჩაში გამოვიდა. აქციისა მონაწილე სამოქალაქო აქტივისტები პრორუსი მოძალადე ორგანიზაციის საქმიანობის აკრძალვას ითხოვენ და აცხადებენ, რომ პრორუსული პარტიის ფუნქციონირებას რეგიონში არ დაუშვებენ.
გვინდა, კიდევ ერთხელ გავაპროტესტოთ ეს მავნებლური იდეოლოგია, რასაც ჩვენი ,,ალტ ინფო" ღაღადებს. ვითომ დიალოგი რუსეთთან ჩვენ კარგად ვიცით, რას ნიშნავს. ეს ორგანიზაცია რამდენიმე ხნის წინ აცხადებდა, რომ ჩვენთან საჭიროა რუსული ბაზები.
ეს ხალხი ყველანაირ მორალურ ზღვარს გასცდა. მათი მავნებლური იდეოლოგია საქართველოს ძალიან ცუდ შედეგს მოუტანს. უნდა აიკრძალოს მათი საქმიანობა- აცხადებდნენ აქციის მონაწილეები.