უღირსი ტელევიზია ხართ - თეა წულუკიანი კრიტიკული მედიის წარმომადგენლებს კვლავ თავს ესხმის
თეა წულუკიანი კრიტიკულ მედიას ისევ თავს ესხმის. დღეს კულტურის მინისტრმა ეროვნული გალერიაში გამოფენაზე სტუმრობამდე განკარგულება გასცა, რომ შენობაში მისთვის არასასურველი არხის ჟურნალისტები არ შეეშვათ.
ტვ პირველის კითხვაზე, რატომ არ უშვებენ შეხვედრაზე მისთვის არასასურველ მედიას, კულტურის მინისტრმა ჩვეული ცინიზმით უპასუხა.
არ შემოგიშვეს, რადგან უღირსი ტელევიზია ხართ. თქვენ არ ხართ კრიტიკული, თქვენ ხართ უღირსი- განუცხადა კრიტიკული მედიის წარმომადგენლებს კულტურის მინისტრმა.
წულუკიანი მისთვის არასასურველმა კითხვებმა წყობიდან იმდენად გამოიყვანა, რომ შენობის დატოვება სათარიგო კარიდან მოუწია.