სალომე ზურაბიშვილი ჟოზეფ ბორელს ტელეფონით ესაუბრა
საქართველოს დაჩქარებული ევროინტეგრაცია და უსაფრთხოება -საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროკომისარს საგარეო პოლიტიკის საკითხებში, ჟოზეფ ბორელს ტელეფონით ესაუბრა.
"ვესაუბრე ჯოზეფ ბორელს, საქართველოს დაჩქარებული წესით, ევროინტეგრაციის გზასა და უსაფრთხოებაზე, მათ შორის, შავი ზღვის უსაფრთხოების შესახებ. მადლობა ბორელს, საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერისთვის", - წერს ზურაბიშვილი twitter-ზე.