ომში დაღუპულ ქართველი გმირებს საქართველოში ჩამოასვენებენ
ომში დაღუპულ ქართველი გმირებს საქართველოში რამდენმე საათში, 05:15 საათზე ჩამოასვენებენ. გია ბერიაშვილის და დავით რატიანის ცხედრები პოლონეთშია დასვენებული.
შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ, კი მათ თბილისის დროით საქართველში გამთენიისას ჩამოასვენებენ.ქართველ მებრძოლებს თბილისის აეროპორტში მათი მეგობრები, ოჯახის წევრები და მოქალაქეები დახვდებიან.
რაც შეეხება ბახვა ჩიქობავას, მისი გამოსვენება დაბომბილი მარიუპოლიდან ამ დრომდე ვერ ხერხდება.
ომში დაღუპული მებრძოლების მეგობრები ამბობენ, რომ სამივე მათგანს გმირის წოდება უნდა მიანიჭონ და სამხედრო პატივით ძმათა სასაფლაოზე დაკრძალონ.