24 თებერვლის შემდეგ, შევიწყალებდი სააკაშვილს - მარგველაშვილი
"დღეს მიმაჩნია, რომ სააკაშვილის ციხეში ჯდომა არის უკანონოსთან ერთად უსამართლოც, ამ ქვეყნისთვის არასწორი ნაბიჯი" - ეს განცხადება ინგა გრიგოლიას "რეაქციაში" გიორგი მარგველაშვილმა გააკეთა. ქვეყნის მეოთხე პრეზიდენტი პირდაპირ ამბობს, რომ ახლა პრეზიდენტი რომ იყოს სააკაშვილს შეიწყალებდა. ექსპრეზიდენტის შეფასებით, რუსულმა აგრესიამ ბევრი რამ შეცვალა, ყველას დაანახა, რომ მიხეილ სააკაშვილი ნომერ პირველი პოლიტიკოსია, რომელიც პუტინთან იყო და არის დაპირისპირებული.
ერთმნიშვნელოვნად ვამბობ, 24 თებერვლის შემდეგ, შევიწყალებდი სააკაშვილს და მიმაჩნია, რომ მისი ციხეში ჯდომა არის ამ ქვეყნისთვის არასწორი ნაბიჯი. მისი პატიმრიბა მანამდეც იყო უკანონო, მურუსიძემ რა უნდა გაასამართლოს?! ახლა კი ყველაფერთან ერთად, უსამართლოა.
ომმა მიშა სააკაშვილის ჩადენილი დანაშაულებებიც შეცვალა და თვისობრივად გაზარდა ის რასაც ქვია, მიშა, როგორც პუტინთან დაპირისპირებული პირველი, ყველკაზე ნათლად დაპირისპირებული პოლიტიკოსის ფასი"- თქვა მარგველაშვვილმა.